1.პროექტის სახელი: ჩემი სოფელი ოზაანი და იქ გავრცელებული გვარები.
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ თავიანთი სოფლის ისტორიას,კულტურას, გავრცელებული გვარების წარმომავლობას.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ოზაანის ადგილმდებარეობას, ისტორიას,სოფლის სახელთან დაკავშირებულ ისტორიას,მის სიძველეებს,გაეცნობიან სოფლის ისტორიულ ძეგლებს ,გადაუღებენ სურათებს. გამოიკვლევენ სოფელ ოზაანში გავრცელებული გვარების წარმომავლობას. კვლევის სედეგად დაადგენენ რომელი გვარი სჭარბობს რიცხოვნებით.
აიღებენ ინტერვიუს სოფლის მაცხოვრებლებიდან და დაადგენენ ცალკეული უბნების წარმოშობის ისტორიას.
4. მონაწილეთა ასაკი: 14–17 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა : ერთი სასწავლო წელი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მეცადინეობას, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან თავიანთი მშობლიური სოფლის ისტორიას და თავიანთი გვარების წარმომავლობას, თუ „ვისი გორისანი არიან“.
8.სარგებელი სხვებისთვის: შეგროვილი მასალის საფუძველზე შექმნიან მოსწავლეები სოფლის ისტორიის შესახებ ჩანაწერებს, ფოტოალბომს,გააცნობენ თავიანთ თანატოლებს და სოფლის მაცხოვრებლებს თავიანთი სოფლის ისტორიას.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან კავშირი: ამ პროექტის საშუალებით გაიუმჯობესებენ ცოდნას ისტორიაში, მათემატიკაში,ხელოვნებაში
11. პროექტის ფასილიტატორი: მარიკა თევზაძე
No comments:
Post a Comment